• / Telegram / Viber / Whats App : (+995) 599 506 507
ექიმთან
მიღებაზე
ჩაწერა
 
ა ს ტ ი გ მ ა ტ ი ზ მ ი.

 

 
 
          

მხედველობის აღდგენა

 

               ინოვაციური აპარატურით.

                        

სათვალე ან ლინზები საჭირო აღარ არის.

     

                                   

 

კლინიკურად აპრობირებულია. -რისკის და ალერგიის გარეშე.  -  სტაბილური შედეგი.-უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდი.

        

 

 

  

თვალის ოპტიკური სისტემის დეფექტია (რეფრაქციული მანკი), როდესაც გამოსახულების სიმკვეთრე ასიმეტრიულია თვალის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ  მერიდიანებში.

ასტიგმატიზმი  არ არის დამოუკედებელი ანომალია, ის ყოველთვის ახლიმხედველობასთან  ან შორს მხედველობასთან არის შერწყმული. ასტიგმატიზმის დროს, შესაძლოა ორივე მანკის არსებობა თვალის სხვა და სხვა მერიდიანში.

 
 
მაგოთერაპიით მხედველობის აღდგენა

93% შემთხვევაშია შესაძლებელი.
 
 
 
ასტიგმატიზმის   ფორმები:
 

თანდაყოლილი:

 

მუცლად ყოფნის დროს , სხვა და  სხვა პათოლოგიური პროცესები იწვევს   ასტიგმატიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც   მემკვიდრულად გადაეცემა.

ბავშვებში, სუსტად გამოხატული ორივე თვალის ასტიგმატიზმი  0,25- 0,5 დიოპტრია, ნორმის ფარგლებში  ითვლება. ხოლო 0,75დიოპტრია  და მეტი , იწვევს დროთა განმავლობაში  ბინოკულარული მხედველობის დათრგუნვას . მხედველობის ანალიზატორის უჯრედები ვეღარ ვითარდებიან, ტვინი ვერ ამუშავებს სინათლის  სიგნალს და ხშირად "ზარმაცი თვალის" სინდრომი - ამბლიოპია ან / და სიელმე ვითარდება.

 

 

რ ჩ ე ვ ა !

 

პატარა  დაუყონებლივ  გაასინჯეთ ექიმს,

 

 თუ რომელიმე მშობელს  აქვს ასტიგმატიზმი.

 

აარიდეთ   მას  ამბლიოპია  ან  სიელმე.

 

შეძენილი ფორმა:


ხშირად გართულების სახით ვლინდება თვალის სტრუქტურების ტრავმული   ან   ინფექციური დაზიანების გამო , რქოვანას  კონუსის ფორმის მიღების შემთხვევაში, როდესაც კერატოკონუსი ვითარდება. შესაძლოა  განვითარდეს ოპერაციული ჩარევის შედეგად.

 

 

 

                                                                                                                                                                                                                                                           

 

 
ს ი მ პ ტ ო მ ე ბ ი
 

 

ბავშვებში
 
ბავშვები  ვერ ათვითცნობიერებენ   რომ  გამოსახულება არა მკვეთრი და წაშლილია,  რადგან არ იციან რას ნიშნავს  კარგად ხედვა. დროთა განმავლობაში  გაუარესებული  მხედველობა  იწვევს ბავშვში გაღიზიანებას, ჭირვეულობას,  რასაც  ხშირად  ხასიათის  თვისებებს მიაწერენ.  ბავშვი  დროულად  უნდა იყოს გამოკვლეული  ოფთალმოლოგის  მიერ,  რათა სკოლაში წასვლისას , როდესაც მხედველობითი დატვირთვა იზრდება, არ მოხდეს დაავადების პროგრესირება.  

 

სპეციფიური სიმპტომები არ არსებობს. მიაქციეთ ყურადღება:

 

                       ბავშვი ჭუტავს  თვალებს შორს ხედვისას  ან კითხვისას.                                                             
  თავს გვერდზე  ხრის საგნებზე დაკვირვებისას.
  უჩივის თავბრუსხვევას, თავის ტკივილს.
  გაურბის  მხედველობით  დატვირთვას.
  კითხვისას  შესაძლოა გადაადგილოს  ასოები  სიტყვაში.
  უჩივის თავის ტკივილს, განსაკუთრებით მხედველობის დატვირთვის შემდეგ.

 

მოზრდილებში

 

                           წაშლილი  არა  მკვეთრი მხედველობა.
  გაორება.
  თვალის ჩაწითლება.
  თვალის დაღლილობა.
  თავის ტკივილი.
  "ბუზების" არსებობა თვალების წინ.

 

 
ასტიგმატიზმის   კორექცია
 

 

 

ასტიგმატიზმის  დროს 18 წლამდე , მკურნალობა არ არსებობს. გავრცელებულია  მხედველობის კორეგირება სპეციალური ცილინდრული  ან შერეული კომპონენტიანი სათვალის დანიშვნით  და  სხვა და სხვა ლინზების შერჩევით. სათვალით და ლინზებით მხედველობის კორექცია ხშირად დისკომფორტს იწვევს პაციენტებში, ასტიგმატიზმის  ტიპისა და სტადიიდან გამომდინარე.ნებისმიერი სათვალე( ლინზა) მხოლოდ ეხმარება თვალს უკეთ დაინახოს და არ მკურნალობს მას, ამიტომაც დიოპტრიები იზრდება, ხოლო მხედველობა კლებულობს. 

18-20 წლის ზემოთ კი ხდება ასტიგმატიზმის  მკურნალობა  ოპტიკური ნაწილის  სიმრუდის  შეცვლით, ქირურგიული / ლაზერული ოპერაციებით, როდესაც ხელოვნურად იცვლება რქოვანას სიმრუდე.

 

 

 
იყურეთ   საკუთარი   თვალებით !
 

 

 

მ ა გ ო თ ე რ ა პ ი ა.
 

ასტიგმატიზმის  და სხვა რეფრაქციული  მანკების სამკურნალოდ დღევანდელ  რეალობაში გავრცელებულია ქირურგიული / ლაზერული ოპერაციებით  თვალის ოპტიკური ნაწილზე ზემოქმედება.

მეცნიერები მუდმივ ძიებაში არიან დახვეწონ და მოძებნონ თვალის სამკურნალოდ  უსაფრთხო და ეფექტური  მეთოდები. ამიტომაც   მე 20 საუკუნის მიწურულს,  მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ინსტიტუტში, სვიატოსლავ ფეოდოროვის ხელმძღვანელობით  იყო შემუშავებული,  დანერგილი  და დაპატენტებული თვალის  მკურნალობის უსაფრთხო და ფიზიოლოგიური მეთოდი  მაგოთერაპია.

 

 

 

 

1996  წლიდან  1600  მეტ  პაციენტს   ასტიგმატიზმით,  ვუმკურნალეთ  მაგოთერაპიით.

ძველი ფოტოაპარატის მსგავსად, რომელსაც აქვს ოპტიკური ნაწილი და ფირი, თვალიც შედგება ოპტიკური ნაწილისგან (რქოვანა, ბროლი, მინისებური სხეული) და ფირისგან (ბადურა გარსი).

ხარისხიანი ოპტიკის არსებობისას, თუ ფირზე (ბადურაზე) ნებისმიერი  მცირე ხარვეზი მაინც  აღინიშნება , გამოსახულება ფოტოზე  წაშლილი და არა მკვეთრი გამოვა.

მაგოთერაპიით მკურნალობისას ჩვენ არ ვეხებით თვალის ოპტიკურ ნაწილს (რქოვანა, ბროლი). სპეციალური აპარატურა, რომელსაც მორიგეობით კანის ზემოდან ვანთავსებთ, იწვევს ბადურა გარსის და მხედველობის ტრაქტის უჯრედებში დადებით ბიოქიმიურ ცვლილებებს. უჯრედ შიდა ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების ხარჯზე , ხდება ბადურა გარსის და მხედველობის ანალიზატორის სტრუქტურულ ფუნქციონალური ელემენტების გააქტიურება. შედეგად სანათლის სიგნალის ნერვულ იმპულსად გარდაქმნის პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. ეს და სხვა ფაქტორები უზრუნველყოფენ მხედველობის აღდგენას წამის 0,002 ნაწილში. მხედველობის აღდგენა ხდება კონკრეტული ორგანიზმის რესურსის შესაბამისად ყოველივე გართულების,რისკის ან გვერდითი მოვლენების გარეშე.

                                                                                                                                                                          



იხილეთ მეტი → მაგოთერაპია

 

 

მ ა გ ო თ ე რ ა პ ი ი ს   შ ე დ ე გ ე ბ ი:

 

 

 

გამოკვლევიდან მეორე დღეს პაციენტი ყველგან აღიქვამს მომატებულ მხედველობას.    

                         

ათ დღიანი პროცედურების შედეგად, მკვეთრი მხედველობის ხანგრძლივობა იზრდება. ჩერდება / ნელდება დაავადების პროგრესირება.
 

 

       
                                  მკვეთრი, მომატებული მხედველობა "გაელვებების" სახით აღიქმება. ტვინი "სწავლობს" ნერვული იმპულსის გადამუშავებას, სათვალე და ლინზები საჭირო აღარ არის.                                      განმეორებითი მკურნალობის კურსი იწვევს დამატებით მხედველობის მომატებას.
                 
ასტიგმატიზმის  მკურნალობისას  93%  შემთხვევაში  გვაქვს  პოზიტიური  შედეგი

 

 
რ ა ზ ე    ს ა უ ბ რ ო ბ ე ნ     ჩ ვ ე ნ ი     პ ა ც ი ე ნ ტ ე ბ ი: