რამდენად სტაბილურია მაგოთერაპიით მიღებული შედეგი გლაუკომის მკურნალობისას?
მაგოთერაპიით მკურნალობისას, მიღებული შედეგი სტაბილურია წლების მანძილზე. გლაუკომით დაავადებული პაციენტები, თუ იცავენ ექიმის რეკომენდაციებს, აკონტროლებენ და აწესრიგებენ თვალშიდა წნევას, შედეგი სტაბილურია ათეული წლების მანძილზე.
ამბლიოპიის (გაზარმაცებული თვალის) მკურნალობის შედეგი თუ არის დამოკიდებული ასაკზე? მე 56 წლის ვარ, რამდენ ხანს ნარჩუნდება მიღებული შედეგი?
ზოდად გეტყვით, რომ მსგავსი დაავადებით 93 % ვშველით! მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და კონკრეტულად თქვენზე ვისაუბრებთ გასინჯვის შემდეგ!
მაგოთრაპია დაფუძნებულია ორგანიზმის რესურსის გამოვლინებასა და მის აღორძინებაზე. ამიტომაც მკურნალობისას არ აქვს მნიშვნელობა არც პაციენტის ასაკს და არც დაავადების ხანგრძლივობას ან სირთულეს.
მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია ორგანიზმის რესურსის რაოდენობაზე, რომელიც ყველა ადამიანს სხვა და სხვა აქვს.
პირვილივე ვიზიტისას გამოკვლევების საფუძველზე, პაციენტს ვაძლევთ პროგნოზს თუ რამდენად მოემატება მას მხედვველობა, რასაც მეორე დღეს პროცედურიდან ერთ საათში პაციენტი ყველგან აღიქვამს.
მკურნალობის შედეგი სტაბილურია ათეული წლების მანძილზე, რაც დასტურდება სამეცნიერო, ფოტო, ვიდეო მასალებით.
რა ღირს მკურნალობა?
მკურნალობის თანხა დამოკიდებულია აპარატურის რაოდენობაზე,ხანგრძლივობაზე და დროზე, რომლის შეფარდებაც ხდება მეორე დღეს, რეალურად 1 საათში პაციენტის აღდგენილ მხედველობასთან!
უფრო ხშირად რომელ დაავადებებს შველით?
სიელმე, ასტიგმატიზმი, მიოპია.
93
%
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია).
92
%
ამბლიოპია (გაზარმაცებული თვალი).
88
%
ბადურის ატროფიულ დისტროფიული პროცესები.
79
%
უშედეგო ოპერაციების შემდგომ.
78
%
გლაუკომა (სავალდებულოა მინიმალური მხედველობის არსებობა).
74
%
ნისტაგმი.
67
%
მხედველობის ნერვის ნაწილობრივი ატროფია.
59
%
კერატოკონუსი. I - II სტადია.
49
%
რა დაავადებებს მკურნალობთ?
ჩვენ ვმკურნალობთ პაციენტს და არა დააავადებას! ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, გვაძლევს საშუალებას ორგანიზმის რესურსზე დაყრდნობით, ყველა პაციენტს შევუდგინოთ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურად ადაპტირებული მკურნალობა ეს ერთ ერთი ფაქტორია, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ მხედველობა სხვა და სხვა დაავადებების და განსაკუთრებით „ განუკურნებად“ დაავადებების დროს.
მე სიელმე მაქვს. თქვენი ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, სიელმის მკურნალობა მხოლოდ 10 -12 წელი არის სტაბილური? მერე ,ისევ გადამეხრება თვალი, მკურნალობა თუ არ ჩავიტარე ?
ჩვენ ხელთ არსებული ფოტო და ვიდეო მასალებით სიელმის შედეგი სტაბილურია 18-20 წლის მანძილზე.სამწუხაროთ ამ მონაცემების გამოქვეყნება ჩვენ არ შეგვიძლია. ახლა კი ვეცდები აგიხსნათ რატომ: არასრულწლოვან პაციენტის მონაცემების გამოქვეყნებაზე თანხმობას მისი მშობლები ან ახლობლები წერილობით გვიდასტურებენ. დროთა განმავლობაში, პაციენტი სრულწლოვანი ხდება და მისი სურვილის გარეშე მისი მონაცემების გამოქვეყნება ჩვენს პრინციპებს და ეთიკას ეწინააღმდეგება, უფრო სწორად კი ეს უბრალოდ დანაშაულია! ამის გარდა, დროთა განმავლობაში, ადამიანები იცვლიან საცხოვრებელ ადგილს,თხოვდებიან და ამიტომაც მათი მოძებნა შეუძლებელი ხდება, რაც შეუძლებელს ხდის მათთან კონტაქტის დამყარებას.
ვარ 54 წლის. მაქვს ზარმაცი თვალი, მაგრამ სიელმე არ მაქვს. ევროპაში 20 წელი ვცხოვრობდი და ყველა ქვეყანაში, მხოლოდ ქირურგიულ მკურნალობას მთავაზობდნენ, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან ალერგიული ვარ მედიკამენტების მიმართ. თქვენი მკურნალობა ალერგიას არ გამოიწვევს ? როგორ მკურნალობთ ?
ჩვენ არ ვიყენებთ ქირურგიას და მედიკამენტს, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნებისმიერ გართულებას, რისკს, ალერგიას და გვერდით მოვლენებს. სპეციალურად მაგოთერაპიისთვის შექმნილ აპარატურას, ჩვენ მონაცვლებით ვანთავსებთ კანის ზემოდან მხედველობის ნერვის მიმართულებით. აპარატურის ზემოქმედებით , უჯრედ შიდა ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, რის შედეგადაც თვალში მოხვედრილი სინათლის სხივი, ნეირონების მეშვეობით აღწევს ტვინამდე , სადაც გადამუშავდება და თვალი აღიქვამს გამოსახულებას.დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტის გვერდზე- მაგოთერაპია.
მაქვს თანდაყოლილი დაავადება- რეტინიტი, მხედველობა თანდათანობით კლებულობს, მიუხედავად იმისა, რომ 2 ოპერაცია გავიკეთე , მედიკამენტებსა და ნევსებსაც ვიკეთებდი. რა შედეგს უნდა ველოდო თქვენთან მკურნალობისას, მხედველობა ნორმალური გამიხდება ?
პიგმენტური რეტინიტის, ისევე როგორც სხვა "განუკურნებად" დაავადებების მაგოთერაპიით მკურნალობისას, მხედველობის აღდგენა ხდება 79 % შემთხვევაში. პირცელივე გასინჯვისას , გამოკვლევებზე დაყრდნობით ვაცნობთ პაციენტს მკურნალობის სავარაუდო შედეგს. მეორე დღეს, ტესტირებიდან ერთ საათში პაციენტი ყველგან აღიქვამს დაპირებულ მხედველობას, რომელსაც შემდგომ სჭირდება გამყარება 5-10 დღის მანძილზე 1-3-4-საათის განმავლობაში. ათ სამუშაო დღეში მხედველობის ნორმამდე აღდგენა დამოკიდებულია არსებულ საწყის მხედველობაზე და იმ ეტაპზე არსებული კონკრეტული ორგანიზმის რესურსის რაოდენობაზე . რაც უფრო მაღალია საწყისი მხედველობა, მით მალე აღდგება მხედველობა ნორმის ფარგლებში. დაბალი მხედველობისას მაგოთერაპიის განმეორებითი მკურნალობის კურსი აუმჯობესებს მიღებულ შედეგს. მაგოთერაპიის ფიზიოლოგიურობიდან გამომდინარე, მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ 3-6-9 თვეში ერთხელ დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტის გავერდზე - ბადურის დისტროფიები, პიგმენტური რეტინიტი.
რამდენად მტკივნეულია მაგოთერაპიის პროცედურები ?
აპარატურა, რომელსაც კანის ზემოდან ვანთავსებთ, არის უმტკივნეულო და უსაფრთხო .მაგოთერაპიით მკურნალობისას ხდება უჯრედების გაჯერება ჯანგბადით, რაც იწვევს ორგანიზმის სრულ რელაკსაციას. პროცედურები ტკივილის ნაცვლად იწვევს სიმშვიდეს და მოდუნებას.ამიტომ მერყეობს ჩვენი პაციენტების ასაკი ჩვილობიდან ღრმა მოხუცებულობამდე.
ჩემს 5 წლის გოგონას სიელმე აქვს. საიტზე წავიკითხე, რომ მკურნალობა შესაძლოა 1-3-4- საათი გრძელდებოდეს.ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვია და რა აზრი აქვს თქვენთან გასინჯვას, თუ ვერ გავაჩერებთ ბავშვს მკურნალობისას. რას მირჩევთ ?
მრავალწლიანი გამოცდილება, ადამიანების დახმარების სურვილი და მონდომება გვიბიძგებს დავხვეწოთ ნებისმიერი პაციენტისთვის ადაპტირებული პირობები. მაგოთერაპია უმტკივნეულო და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდია. ჩვენი ექიმები თამაშის ფორმით ატარებენ პატარებთან მკურნალობას, აჯილდოვებენ მათ, რაც უფრო საინტერესო და სახალისოს ჰქმნის მკურნალობის პროცესს.ჩვენს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა პატარა პაციენტი, რომელსაც ჩვენთან მოსვლას არ ჩქარობდეს ან მკურნალობა შეეწყვიტოს ჭირვეულობის გამო. გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ.
საიტზე წავიკითხე, რომ ერთ საათში მხედველობის მომატება ელვასავით, პერიოდულად ხდება. ასე იქნება მკურნალობის ბოლოსაც, თუ ჩვეულებრივ დავინახავ ?
მხედველობის პროცესის ძირითადი კომპონენტი არის თვალისა და ტვინის ურთიერთ კავშირი და მათი სინქრონული მუშაობა. როდესაც თვალი ცუდად ხედავს, ბადურა გარსზე დარღვეულია ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ტვინი ვერ ღებულობს ინფორმაციას, ვერ ამუშავებს მას და შედეგად თვალს ვერ უბრუნებს სრულყოფილ გამოსახულებას და გამოსახულებაც ხდება არა მკვეთრი და წაშლილი.მაგოთერაპიით მკურნალობისას დაუჯერებლად მოკლე დროში, წამის 0,002 ნაწილში ხდება ბადურა გარსზე ნივთირებათა ცვლის მოწესრიგების პოზიტიური პროცესები. სახეცვლილ სინათლის იმპულს უკვე შეუძლია თვალიდან ტვინისათვის ინფორმაციის მიწოდება.ამავე პერიოდში ტვინი გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და უბრუნებს თვალს სრულყოფილ გამოსახულებას. როდესაც თვალი ვერ ხედავდა გარკვეული დროის მანძილზე, ტვინის შესაბამისი ნაწილი "გადაჩვეული" იყო იმპულსებზე რეაგირებას და მათ გადამუშავებას. ათ დღიანი ვარჯიშების პერიოდში ტვინი „სწავლობს „ იმპულზე რეაგირებას. "ელვისებური" მხედველობის მომატების ხანგრძლივობა და სიხშირე მატულობს. რაც გამოიხატება გახანგრძლივებულ მკვეთრ მომატებულ მხედველობაში.მაგოთერაპიის განმეორებითი კურსები დამატებით აღადგენენ მხედველობას.