• / Telegram / Viber / Whats App : (+995) 599 506 507
ექიმთან
მიღებაზე
ჩაწერა
 
ს  ი  ე  ლ  მ  ე.
 
               

დაუჯერებელი   მაგრამ   ფაქტია!

         პროცედურიდან ერთ საათში,      

                  სიელმის გასწორება,

                      მხედველობის,

                          შერწყმის უნარის აღდგენა

   

                             ქირურგიის და მედიკამენტების გარეშე

 

შედეგი ტესტირებიდან ერთ საათში -------  გართულების და რისკის გარეშე  ----------  სტაბილური შედეგი

        

 

                                                                                              

სიელმე არის თვალის ისეთი დეფექტი, როდესაც პირდაპირ ხედვისას ერთი ან ორივე თვალი პერიოდულად იხრება ჰორიზონტალურად (შიგნით-გარეთ) ან ვერტიკალურად (ზემოთ ან ქვემოთ)

                                                                                                                                                                                                  

 

 

სიელმე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი, მას ახასიათებს:

 

მხედველობის დაქვეითება    გაორება                  
გაზარმაცებული თვალი   და სხვა.
შერწყმის უნარის დარღვევა.      

 

 რ ო დ ი ს     ვ ლ ი ნ დ ე ბ ა     ს ი ე ლ მ ე

                                                                                  

ხშირად ბავშვებში 2-3 წლის ასაკში მოულოდნელად მაღალი სიცხის, ტრავმის ან სტრესის შემდეგ გამოვლინდეს.

სიელმე შესაძლოა მოზრდილებში და მოხუცებულობაშიც განვითარდეს, რასაც მეორადი სიელმე ჰქვია.

 

 

ბავშვობაში ჩამოყალიბებული სიელმე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და ფსიქიკის ჩამოყალიბებაში. შესაძლოა შენელდეს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება.

სიელმის ხშირ გართულებად ამბლიოპია გვევლინება.

იხილეთ მეტი → ამბლიოპია 

 

სიელმის გამოვლინება ადრეულ ასაკში მშობლების მიერ არის შესაძლებელი.

ა რ     გ ა დ ა დ ო თ     ს ი ე ლ მ ი ს     მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა  
 
დაივიწყეთ-  " ცოტა  გაიზარდოს" !
 
 

დ რ ო უ ლ ა დ   დ ა წ ყ ე ბ უ ლ ი   მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა  -

პ რ ო ბ ლ ე მ ი ს   ს წ რ ა ფ ი  ა ღ მ ო ფ ხ ვ რ ი ს

გ ა რ ა ნ ტ ი ა ა.



ადრეული მკურნალობა წარმატების საწინდარია. თუ სიელმეს დროულად არ უმკურნალებთ, თვალი, რომელიც კარგად ხედავს გახდება "წამყვანი", ხოლო მეორე თვალის მხედველობა დაქვეითთება იმდენად, რომ შესაძლოა სიბრმავეც გამოიწვიოს. ამას ამბლიოპია ანუ "ზარმაცი თვალი" ჰქვია.
.

 

რ ა ტ ო მ     ი ხ რ ე ბ ა     თ ვ ა ლ ი ?

ადამიანის ნებისმიერი ორგანოს ფუნქციის გამართული მუშობა ( სმენა, მეტყველება, მხედველობა და სხვა) დამოკიდებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე- კერძოდ თავის ტვინზე.
ტვინი - ჩვენი ორგანიზმის ძირითადი კომპიუტერია, რომლის გამართული მუშაობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად ღებულობს და ამუშავებს ტვინი მიღებულ ინფორმაციას ნერვული იმპულსების სახით. 
როდესაც ადამიანი ცუდად ხედავს ერთი ან ორივე თვალიდან თავის ტვინამდე მიდის სუსტი ან ძალიან სუსტი იმპულსი. ტვინი ვერ აღიქვამს ამ იმპულს და ადამიანი ვერ ხედავს სრულყოფილ გამოსახულებას. ირღვევა შერწყმის უნარი და ქვეითთება მხედველობა.

როდესაც ტრავმის ან დაავადების გამო, რომელიმე ჯანსაღ თვალში მხედველობა საგრძნობლად კლებულობს, დროთა განმავლობაში პრობლემური თვალი გადახრას იწყებს და ვითარდება მეორადი სიელმე. 

                                                                                                                                                                                                                                                         

 

 

 ფ უ ნ ქ ც ი ი ს    გ ა რ ე შ ე    ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი    ო რ გ ა ნ ო

ა ტ რ ო ფ ი ა ს    გ ა ნ ი ც დ ი ს  !

 

თვალი, რომელიც ცუდად ხედავს ვერ მონაწილეობს მხედველობის პროცესში, იგი ,,ზარმაცდება“ და იხრება. ამიტომაც შეარქვეს მას „ზარმაცი თვალი“ ანუ ამბლიოპია.

 

 

 ზ ი ა ნ დ ე ბ ა     შ ე რ წ ყ მ ი ს     უ ნ ა რ ი.

 

ბინოკულარული მხედველობა ანუ შერწყმის უნარი, ეს არის ორივე თვალით ერთდროულად საგნების მკვეთრი გამოსახულების დანახვის უნარი. 

სიელმის დროს ტვინი ღებულობს მხოლოდ ერთ გამოსახულებას უკეთ მხედველი თვალიდან. ამიტომაც გამოსახულება ხდება ბრტყელი და არ სრულფასოვანი, რაც აფერხებს სამყაროს აღქმის უნარს.

 

ს ა ყ ო ვ ე ლ თ ა ო     მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა. 

 

საყოველთაოდ, სიელმის მკურნალობისათვის ექიმები ურჩევენ ვარჯიშების ჩატარებას, უნიშნავენ სათვალეს, თვალის ახვევას ან სთავაზობენ ქირურგიულ ოპერაციას.

ცნობილი ფაქტია, რომ ქირურგიული ოპერაცია მიზნად არ ისახავს მხედველობის და შერწყმის უნარის აღდგენას. ქირურგიული ოპერაციები მიმართულია მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტის შესასწორებლად, რას თვალის კუნთზე გარკვეული მანიპულაციებით ხდება. სამწუხაროთ, დროთა განმავლობაში თვალი, რომელიც კვლავ ვერ ხედავს , ვერ მონაწილეობს მხედველობის პროცესში და მრავალჯერადი ოპერაციების შემდეგ ოპერირებული თვალი კვლავ მეტ ნაკლებად იწყებს გადახრას ! 

არსებული ვარჯიშები, სათვალეები , თვალის ახვევა და სხვა , რომელიც სიელმის სამკურნალოდ 200 წელზე მეტია გამოიყენება გარდა იმისა, რომ რთულად შესასრულებელია მცირეწლოვან ბავშვებში, სამწუხაროთ ნაკლებად ეფექტურია ან დროებითი ეფექტი აქვს.

 

     


                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

 

 

მედიცინა, ისევე როგორც სხვა

სამეცნიერო დარგები ვითარდება.


სიელმე სერიოზული დაავადებაა და ბევრი თვლის,

რომ მისი განკურნება შეუძლებელია.

მაგრამ ეს ესე არ არის.


 

მ ა გ ო თ ე რ ა პ ი ა. 
 
1 9 9 6   წ ლ ი დ ა ნ,    1 5 0 0 -ზ ე   მ ე ტ   პ ა ც ი ე ნ ტ ს

წ ა რ მ ა ტ ე ბ ი თ  მ ო ვ უ მ ა ტ ე თ    მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა,

გ ა ვ უ ს წ ო რ ე თ   ს ი ე ლ მ ე
  !

შედეგი სტაბილურია 20 წელზე მეტი.
 
 

 

ჩ ვ ე ნ    რ ო გ ო რ    ვ ა ს წ ო რ ე ბ თ    ს ი ე ლ მ ე ს. 

 

მაგოთერაპიის უსაფრთხო და უვნებელ პროცედურებს ჩვენი თანამშრომლები თამაშის ფორმით  ატარებენ, რაც უფრო საინტერესო და სახალისოს ხდის ბავშვებისათვის მკურნალობის  პროცესს. 

 

   ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას,

ყველა პაციენტს საკმაოდ ზუსტად შევუდგინოთ

ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა, რომელიც გვეხმარება

მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც ადაპტირებულია

კონკრეტული ადამიანის ორგანიზმის რესურსის ასაღორძინებლად.
                
მაგოთერაპიისთვის სპეციალურად შექმნილი აპარატურა, რომელსაც კანის ზემოდან რიგრიგობით ვათავსებთ იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც გამოიხატება შემდეგში:       

 

 

  უმჯობესდება უჯრედების ნივთიერებათა ცვლა.     უმჯობესდება ცერებრალური სისხლისმიმოქცევა.
             

  ხდება უჯრედ შიდა სტრუქტურულ-ფუნქციონალური პარამეტრების გააქტიურება.     აქტიურდება რეცეპტორების ფუნქცია და ნეირო იმპლუსის გადაცემის სიჩქარე.
             

  ბადურაზე არსებული უჯრედები გამოდიან პარბიოტული მდგომარეობიდან.     თავის ტვინის მხედველობის ზონა აქტიურდება.
             
  ბადურის განგლიოზურ უჯრედებში უმჯობესდება ნეიროტრანსმისია.     ტვინი უკვე აღიქვამს ნერვულ იმპულსს და სრულყოფილ გამოსახულებას უბრუნებს თვალს.
             
  იზრდება ნეირონების მემბრანის პლასტიურობა.        
             
არსებული პოზიტიური ძვრები აუმჯობესებს  ვიზომეტრიულ ეფექტს, რაც ამცირებს პაციენტის ფუნქციონალური რეაბილიტაციის პერიოდს და განსაზღვრავს  მიღებული შედეგის სტაბილიზაციას რამდენიმე ათეული  წლების მანძილზე.

 

 

შ ე დ ე გ ა დ,    ტ ე ს ტ ი რ ე ბ ი დ ა ნ    1    ს ა ა თ შ ი:

 

 

მატულობს ცენტრალური მხედველობა.   თვალი ავტომატურად ღებულობს სიმეტრიულ დგომას   შედეგი სტაბილურია 20 წელზე მეტი.
ხდება შერწყმის უნარის ნაწილობრივი ან მთლიანი აღდგენა.   გადახრის კუთხე საგრძნობლად კლებულობს ან ქრება.      

 

 

 

მომატებული მხედველობა და  შერწყმის უნარის აღდგენა  -  ეს  ორი  ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია,  რომელიც ავტომატურად    უზრუნველყოფს  თვალის  სიმეტრიულ დგომას და სიელმის  კუთხის შემცირებას  ან გაქრობას მრავალჯერადად ოპერირებულ თვალზედაც, მიუხედავად პაციენტის ასაკისა.

იხილეთ მეტი → გალერეა 

 

 

რ ჩ ე ვ ე ბ ი    მ შ ო ბ ლ ე ბ ს 

 

ჩვილს სამ თვემდე  არ შეუძლია კოორდინებულად ორივე თვალით ყურება .

4-5თვიდან  შეგიძლიათ მარტივი მხედველობის ტესტის ჩატარება. 
დაანახეთ პატარას სათამაშო, რომელზედაც იგი მზერას ორივე თვალით დააფიქსირებს.  
დაუფარეთ პატარას ერთი თვალი და აამოძრავეთ სათამაშო. დააკვირდით აყოლებს თუ არა პატარა ამ სათამაშოს თვალს. თუ მისი მზერა სათამაშოს მიმართულებით მოძრაობს - მაშინ ყველაფერი რიგზეა. 
თუ პატარა ცდილობს მოაცილოს თქვენი ხელი მის თვალს, გასაგებია, რომ იმ თვალით პატარა ცუდად ხედავს
.

                                                                                                                            
 
 

თუ ატყობთ, რომ პატარას  პერიოდულად  ან გამუდმებით აღენიშნება თვალის/თვალების არა სიმეტრიული დგომა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს

სიელმე 25 ტიპის არსებობს და მისი კვალიფიციური გამოვლენა და მკურნალობა, მხოლოდ ექიმ ოფთალმოლოგს შეუძლია.

ყურადღებით შეარჩიეთ თვალის ექიმი, თქვენ ერთად უნდა დაეხმაროთ პატარას.
.


 

სიელმის  გამოვლინება  ადრეულ  ასაკში  მშობლების  მიერ  არის  შესაძლებელი !

 

 
რ ა ზ ე   ს ა უ ბ რ ო ბ ე ნ   ჩ ვ ე ნ ი   პ ა ც ი ე ნ ტ ე ბ ი