თვალის კლინიკა "ახალი ტექნოლოგიები - მაგო" გთავაზობთ უპრენცედენტო მკურნალობას. მხედველობის აღდგენა 1 საათში, ქირურგიისა და მედიკამენტების გარეშე!


მეთოდიკა

                                                                                                                            ყველა ჭეშმარიტება გადის 3 საფეხურს:

                                                                                                                                     თავდაპირველად  მას დასცინიან,

                                                                                                                                                                     შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს

                                                                                                                                                                                          აღიარებენ  ნამდვილ ჭეშმარიტებად!!!

                                                                                                                                                                                            არტურ შოპენჰაუერი.

 

1.რა არის მაგოთერაპია                          

      მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსის ბაზაზე,სვიატოსლავ ფეოდოროვის ხელმძრვანელობით „დაიბადა“ მაგოთერაპია( მაკა გოგიაშვილის თერაპია), რომელიც დაფუძნებულია 12 გამოგონებაზე. მაგოთერაპია  დაცულია  რუსული, ქართული და ევროპული პატენტებით, რაც მეტყველებს მის უვნებლობასა და უსაფრთხოებაზე.

მაგოთერაპიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კანის ზემოდან განლაგებული სხვადასხვა ტიპის  სტიმულატორების  მეშვეობით „ვაღვიძებთ“ ბადურაზე განლაგებულ უჯრედებს. სტიმულატორების ზემოქმედებით ორგანიზმში ხდება დადებითი ბიოქიმიური ცვლილებები - უჯრედების გაჯერება ჯანგბადით, უჯრედის მემბრანული პოტენციალის შეცვლა, რაც ხელს უწყობს ნერვული ბოჭკოების გამტარიანობისა და ამ „მიძინებული„ უჯრედების  „გამოღვიძებას“ და მათთვის ფუნქციის დაბრუნებას, ანუ მხედველობის აღდგენა.

 ამ მექნიზმით აიხსნება ის ფაქტი, რომ მაგოთერაპიიდან 1 საათში  პაციენტს ემატება მხედველობა, რომელსაც პაციენტი  თავიდან  "განათებების" სახით აღიქვამს. დროთა განმავლობაში "განათებების"  ხანგრძლივობა იზრდება,  რადგან უფრო მეტი და მეტი უჯრედი  "იღვიძებს" და ერთვება მხედველობის პროცესში. მიღებულ სასურველ შედეგს სჭირდება გამყარება, ყოველდღიურად 5 ან 10 დღის მანძილზე., 1-3  საათის განმავლობაში, რაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში  ინდივიდუალურია.

                                                                მაგოთერაპიის არსიდან გამომდინარე, ლოგიკურად ყალიბდება და აიხსება ის ფაქტი, თუ რატომ არ აქვს მნიშვნელობა მკურნალობისას არც პაციენტის ასაკს და არც დაავდების ხანგრძლივობას ან მის ეთიოლოგიას.

                                                                                                                               

                                                                    

                                                                                                                                


2. რას     ეფუძნება      მაგოთერაპია

თვალი, მსგავსად ძველი ფოტოაპარატისა, შედგება როგორც  ოპტიკური ნაწილისგან (რქოვანა), აგრეთვე  ფირისგან (ბადურა გარსი)

ნებისმიერი ოპერაცია (ლაზერით ან სხვა მაღალ ტექნოლოგიური დანადგარებით) რეფრაქციული მანკების დროს, მიმართულია  თვალის ოპტიკური ნაწილის (რქოვანას) სიმრუდის  შეცვლაზე ქირურგიული გზით, რათა შუქის გარდატეხის უნარი შეიცვალოს და ფირზე (ბადურაზე) მოხდეს შუქის სწორი პროეცირება. რეფრაქციული ოპერაციების შემდეგ პაციენტს ემატება მხედველობა და ის აღარ არის დამოკიდებული სათვალეებსა ან ლინზებზე. ეს უდავოდ დიდი წარმატებაა, მაგრამ ყველა რეფრაქციული ოპერაცია კოსმეტიკური მიზნით კეთდება და ოპერაციის შემდეგ,  პაციენტს რჩება რეფრაქციული მანკი, რაც ხელს უშლის მას დაკავდეს სასურველი სპორტით, ფიზიოლოგიურად იმშობიაროს, აწიოს სიმძიმეები და სხვა.

   1901 წელს რუსმა ფიზიოლოგმა ნ.ე. ვედენსკიმ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა - მან დაამტკიცა, რომ  ნებისმიერი პათოლოგიის დროს უჯრედები იმყოფებიან ცოცხალი, მაგრამ ფუნქცია-დაკარგული (მიძინებული), ანუ პარაბიოტულ მდგომარეობაში.

   ეს გახდა საწინდარი იმისა, რომ მეცნიერების გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო ბადურაზე (ფირზე) არსებული უჯრედების „გამოღვიძება“, ანუ მათთვის ფუნქციის (მხედველობის ) აღდგენა, ე.ი. პარაბიოტული მდგომარეობიდან გამოყვანა. მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ინსტიტუტში 1990 წლებში ქირურგიული ოპერაციები საკმაოდ კარგად მთავრდებოდა, უჯრედების პარაბიოტული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით .  მაგრამ ოპერაციის სირთულის და ტრავმატულობის გამო,ამ ოპერაციებმა ფართო აღიარება  ვერ ჰპოვა.

   მედიკამენტებისა და ყოველივე ქირურგიული ჩარევის გარეშე,  ჩვენი კოლეგების წარმატებული შედეგების  საფუძველზე - გამოეყვანათ უჯრედები პარაბიოტული მდგომარეობიდან, შეიქმნა მაგოთერაპია.

 

უკუჩვენებები მაგოთერაპიის ჩასატერებლად

   1. მწვავე ინფექციური დაავადებები

   2. ეპილეფსია

   3. სიმსივნე

გართულებები

   არ გააჩნია

გვერდითი მოვლენები

   არ  გააჩნია

 

მაგოთერაპიის უპირატესობანი

- მაგოთერაპიით მიღებული  შედეგი  სტაბილურია 15წელი და მეტი, რაც დადასტურებულია სამეცნიერო, ფოტო და ვიდეო მასალით

 

- მაგოთერაპია ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესია

 

 - ჩვენ არ გამოვიყენებთ მედიკამენტებისა და ქირურგიულ მკურნალობას,  შესაბამისად  გამორიცხულია ნებისმიერი გართულება, რისკი, გვერდითი მოვლენები. ამაზე პასუხისმგებელნი ჩვენ ვართ

 

 -.მკურნალობა მაგოთერაპიით უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ამიტომაც ასაკი, რომლიდანაც შესაძლებელია მკურნალობის დაწყება, ჩვილობიდან ღრმა  მოხუცებულობამდე მერყეობს

 

- ტესტირების მეშვეობით პირველივე გასინჯვისას, ჩვენ  97% სიზუსტით პაციენტს  ვაძლევთ პროგნოზს, თუ რამდენად მოემატება  მხედველობა მკურნალობის შემდეგ

 

- მაგოთერაპიით მკურნალობისას არ აქვს მნიშვნელობა დაავადებას ან მის ხანგრძლივობას

 

- მაგოთერაპიიდან ერთ  საათში პაციენტს მხედველობა ემატება

 

- მაგოთერაპია  ეფექტურია მრავალჯერ  უშედეგოდ ოპერირებული თვალისთვის

 

- მხედველობის გაუმჯობესება მიიღწევა  85% შემთხვევაში, ხოლო მხედველობის მთლიანი აღდგენა 56% შემთხვევაში

 

- მეთოდის ფიზიოლოგიურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველ 3-6-9- თვეში ერთხელ, სასურველი შედეგის მისაღწევად 

 

- მაგოთერაპიიას ეფექტურად კურნავ თვალის დაღლილობას (თვალის კომპიუტერული სინდრომი)

 

- მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე,  1 ან 2-3- საათი  ამბულატორიულად, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.  მეთოდის ფიზიოლოგიურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შესაძლებელია  3-6-9 თვიანი  ინტერვალით, სასურველი შედეგის მიღებამდე.



Developed by   
                MRG web studio