კატეგორიები
|
კომპანია
ჩვენზე მედიაში
ტელევიზია:
რადიო:25.06.2015
გადაცემა "პულსი" რა მავნე ჩვევები იწვევს ბავშვებში მხედველობის დაქვეითებას?
გადაცემა ”პულსის” ამ კვირის თემა მხედველობასთან დაკავშირებული
პრობლემებია, ხოლო სტუმარი ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს
წევრი, კლინიკა ახალი ტექნოლოგიების ხელმძღვანელი მაკა გოგიაშვილი.
- ქალბატონო მაკა, მოდით დავიწყოთ რეკომენდაციებით, რად დროს
უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვის მხედველობას?
- თვალის ფუნქცია იწყება ბავშვის დაბადებასთან ერთად, როცა ის იბადება, ის უკვე ხედავს ჩრდილსა და შუქს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბავშვის მშობელსაც აქვს მხედველობის პრობლემა. არსებობს უმარტივესი ტესტი, თავიდან ბავშვი ვერ აფიქსირებს მზერას, მაგრამ დააკვირდით მის გუგებს. გუგა არის შავი წერტილი, რომელიც ყველას გვაქვს და ის შუქზე ვიწროვდება. აუცილებლად უნდა დააკვირდეთ გუგის რეაქციას, სანათზე თქვენ თვითონ დაინახავთ ამას. ბავშვს ორივე თვალის გუგა უნდა შეუვიწროვდეს. ჩვილებში აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ გუგა იყოს შავი, არ უნდ აიყოს არც მოყვითალო და არც თეთრი ფერის.
- ქალბატონო მაკა, ძირითადად რა პრობლემებია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში?
- აქ არის რამდენიმე ყურადღებამისაქცევი ფაქტორი, მაგალითად ცრემლდენა. თუ ბავშვს თუნდაც ერთ თვალში აქვს ცრემლდენა, ეს არის საცრემლე გზების გაუვალობა. თუ 2 წელს ზემოთ ასაკის ბავშვს არ აქვს ემოცია და მას მოდის ცრემლი, ესეც ძალიან საგანგაშოა. გარდა ამისა, როდესაც პატარა გაყავთ მზეზე, დააკვირდით როგორ იყურება ის. თუ შუქზე არ რეაგირებს, ასევე საგანგაშო მომენტია. მნიშვნელოვანია ბავშვი ორივე მხარით ეფიცხებოდეს მზეს. ამიტომ აუცილებელია სკოლანელ ასაკში დააკვირდეთ მის კისრის დგომას, არის ისეთი სიელმე, როცა ეს არაა მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი. გარდა ვიზუალური დეფექტისა, არსებობს ვერტიკალური და პარალიტურიც, როცა პატარა ჩვილი ბოლომდე ვერ აყოლებს საგანს თვალს. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. პატარა ამას ვერ აცნობიერებს, ამის ფონზე იგი ღიზიანდება, თავი სტკივა, ხდება ჭირვეული და ჩაკეტილი. ორ თვემდე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ფიზიოლოგიური სიელმე. ამის მერე თუ ოდნავი გადახრა მაინც შეამჩნიეთ, სასწრაფოდ უნდა დაიყოთ მკურნალობა, რადგან სამწუხაროდ ხშირად ექიმები ცოდავენ ხოლმე და იწყებენ მკურნალობას ერთი წლის მერე. თუ ოდნავ მაინც ხედავთ, რომ ბავშვს აქვს ვერტიკალური ან ჰორიზონატული სიელმე, უნდა მიმართოთ ექიმს.
- სკოლამდელ ასაკზე მინდა გკითხოთ. რა არის ის, რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?
- სანამ სკოლაში მიდის ბავშვი, იშვიათად თუ აღმოცენდება ხოლმე ახლომხედველობა. რაც შეეხება სხვა სნეულებებს, აქ ძირითადად არის მშობლების უყურადღებობა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 5 წლამდე ბავშვისთვის თვალის დატვირთვა კატეგორიულად არ შეიძლება, ეს ცუდად მოქმედებს თავის ტვინზე. ვგულისხმობ ტელევიზორის, კომპიუტერის ყურებას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვნებს მომავალს და ამაზე ყველა მშობელმა უნდ იფიქროს, რადგან ხშირია, როცა კომპიუტერი ძიძის როლს ასრულებს. გუშინ ძალიან სიმპატიურმა მშობელმა მომიყვანა 3 წლის გოგონა, რომლის დედა სიამაყით მიყვებოდა, რომ გოგონამ ზეპირად იცოდა კომპიუტერი და ნოტებიც ასე ისწავლა. სახე შემეცვალა, რადგან მივხვდი, რამდენად არაინფორმირებული იყო ეს მშობელი. მადლობელი ვარ თქვენი ეთერის, რომ ხალხმა გაითავისოს მთავარი. არაფრით არ შეიძლება 5 წლამდე ბავშვი დასვათ კომპიუტერთან. არსებობს ისეთი დაავადებები, რომელიც მშობლის ყურადღებით ვერ ვლინდება. მაგალითად, როცა პატარს მხედველობა დაქვეითებული აქვს 20 პროცენტით ან გაზარმაცებული აქვს თვალი, მაგრამ არის ის რასაც თავიდანვე შეიძლება მიექცეს ყურადღება. ჩვენთან ბევრი სიელმით დაავადებული პაციენტია და მე ხშირად ვთავაზობ ხოლმე მარტივ მეთოდებს. მაგალითად, პატარა ბურთი ჩამოკიდეთ ფანჯარაზე და გააქანეთ, გაზომეთ რა მანძილიდან აქვს ბავშვს რეაქცია. ამით ვცდილობ ხოლმე მშობლებს გავუმარტივო დიაგნოსტიკა და მოვახდინო პრევენცია. ღვთის მადლით, დღეს დაავადებები მკურნალობას ექვემდებარება, ამიტომ დროული აღმოჩენა აუცილებელია.
პრესა:
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-27
მაგოთერაპია - სიელმის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი
რატომ არ იციან თვალს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდზე - მ ა გ ო თ ე რ ა პ ი ა ზ ე. ??????
მინდა, მოგიყვეთ დაუჯერებლად ეფექტურსა და უსაფრთხო, ბუნებრივ (ფიზიოლოგიურ) მეთოდზე - მაგოთერაპიაზე (მაკა გოგიაშვილი), როდესაც მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე, უახლესი აპარატურის გამოყენებით, ადამიანები აგდებენ სათვალეებს, ემატებათ მხედველობა, უსწორდებათ სიელმე - და ეს ყველაფერი პროცედურიდან 1 საათში, უტკივილოდ და გაურთულებლად!
ამაში მე თვითონ დავრწმუნდი, როდესაც ჩემს შვილს, რომელსაც 9 წლის მანძილზე უშედეგოდ ვმკურნალობდი სიელმეს, მაგოთერაპიით გაზარმაცებულ თვალზე აღუდგა მხედველობა და გაუსწორდა სიელმე! ამ საოცარი მეთოდის და კიდევ 12 გამოგონების ავტორი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკის ოფთალმოლოგიური და სამეცნიერო აკადემიების ქმედითი წევრი, თვალის კლინიკა "ახალი ტექნოლოგიები - მაგო"-ს ხელმძღვანელი მაკა გოგიაშვილი."
ქ-ნ მაკასთან მისულს, შვეიცარიიდან და ვლადიკავკაზიდან ჩამოსული პაციენტები დამხვდა, 10 სამუშაო დღეში, მათ თითქმის აღარ ეტყობოდათ სიელმე, ხოლო მხედველობა 60-80% ( ჰქონდათ მომატებული! გამეხარდა, გამიკვირდა და ერთდროულად დავნაღვლიანდი, რადგან შემთხვევით ჩემს მეგობარს რომ არ ეთქვა, შეიძლება მეც ვერ გამეგო ამ საოცარი მეთოდის შესახებ! ამიტომაც გავკადნიერდი და უხერხული შეკითხვა დავუსვი ქალბატონ მაკას . მაგოთერაპია თუ მართლაც ასეთი ძლიერი მეთოდია (ეს რომ ასეა, ამაში მეც დავრწმუნდი!), რატომ არ იციან ფართო წრეებმა ამის შესახებ. ?
ქალბატონმა მაკამ გაიღიმა და მიპასუხა:
მეთოდის პოპულარიზაციის 2 გზა არსებობს - სამეცნიერო და სარეკლამო. სამწუხაროდ, საქართველოში სამეცნიერო კვლევები, რომელსაც მაღალტექნოლოგიური აპარატურა სჭირდება, პრაქტიკულად ვერ ტარდება, ერთადერთი გზა, ხმა მიაწვდინო კოლეგებს - სამეცნიერო კონფერენციებია (საქართველოში და უცხოეთშიც), სადაც ხშირად ვღებულობ მონაწილეობას , რათა გავაცნო მკურნალობის შედეგები ჩემს კოლეგებს. რაც შეეხება რეკლამას, აქ ძლიერი ლობისტი უნდა გყავდეს, რადგან"წყალქვეშა დინებებმა" და "კეთილმოსურნეებმა", რომელიც ურიცხვი რაოდენობით მყავს,შეიძლება საშვილიშვილოდ დაგაკარგვინონ სურვილი ადამიანების დახმარებისა. რატომ. ????
ჩვენ ყველგან ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ სათვალე არის თვალის ყავარჯენი, რომელიც ნაცვლად მკურნალობისა, დათვურ სამსახურს უწევს თვალს!. სათვალის გაკეთებისას წლების განმავლობაში მხედველობა კლებულობს, ხოლო სათვალის ზომა კი მატულობს, რაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს ახლობლებში. ამ მტკიცებულების უფლება მოგვცა იმ სამეცნიერო კვლევების ანალიზმა, რომელიც 1980 წლიდან მოსკოვში აკადემიკოს სვ. ფეოდოროვის ხელმძღვანელობით ტარდებოდა. ამ კვლევების ანალიზმა დაუდო საფუძველი მაგოთერაპიასაც, რომელიც დაცულია რუსული, ქართული და ევროპული პატენტებით, რაც მეტყველებს მეთოდის აღიარებასა და უსაფრთხოებაზე.
ფაქტობრივად, ჩვენ ამ გამონათქვამით ომს ვუცხადებთ ლინზების და სათვალეების მწარმოებელთა უზარმაზარ არმიას, ნეგატიურად განვაწყობთ კოლეგების იმ ნაწილს, ვისი საქმიანობაც ძირითადად სათვალის გამოწერით შემოიფარგლება და ვარღვევთ სტერეოტიპებს. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ქართველი კოლეგების ასეთი დამოკიდებულება მაგოთერაპიის მიმართ. საბედნიეროდ, უცხოელი კოლეგების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევების გაღრმავებას და ნაყოფიერ თანამშრომლობას!
ადრე ცრემლებამდე მივდიოდი, როდესაც ქართველი კოლეგებისგან მხოლოდ ირონია და დაცინვა მესმოდა. ახლა კი მადლობას ვწირავ მათ, რადგან მოსკოვიდან ახალ ჩამოსულს, მაშინდელი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი რომ არ დახურულიყო, დავკმაყოფილდებოდი კანდიდატის ხარისხით, აღარ დავრუნდებოდი მოსკოვში, აღარც დოქტორანტურაში ჩავაბარებდი, არც კერძო კლინიკა მექნებოდა და არც მაგოთერაპია იარსებებდა!
მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ექიმს არა აქვს უფლება, უმკურნალოს, თუ იცის, რომ არასწორად მკურნალობს! ჰიპოკრატეს ფიცშიც ხომ ძირითადი პოსტულატიც ეს არის "არ ავნო!" სტერეოტიპების დარღვევა და კონსერვატიზმის გადალახვა არც მარტივია და არც სწრაფად არ ხდება! დრო თავის ადგილს მიუჩენს ყველას და ყველაფერს! ჩვენი პაციენტები არა მარტო ჩვენი გამარჯვება, ისინი ჩვენი ყველაზე დამაჯერებელი, ცოცხალი რეკლამაა! ამიტომაც ხედავთ ამ ხალხს აქ!
ამ საუბარმა ჩამაფიქრა, და გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის ის ბედნიერება, რაც მე განვიცადე! და თქვენთვის მერჩია გენახათ ვიდეომასალა ინტერნეტში WWW. MED.GE , YOUTUBE( Maka Gogiashvili) და FACEBOOK-ის კედელზე (MaGo EYENT), ან დარეკეთ კლინიკა "ახალი ტექნოლოგიები - მაგო" 12-დან 18 საათამდე. ტელ: 214 30 28, 790 73 30 28, 599 506 507. ავტორი: ავთანდილ ბექაური
კვირის პალიტრა
16.05.2011
თვალის მკურნალობის ეფექტური და უმტკივნეულო გზა
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში არის ისეთი თვალის ექიმი, რომელიც წამლისა და ოპერაციის გარეშე მკურნალობს თვალის ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც არსებული მეთოდებით შეუძლებელია. რაც მთავარია, პაციენტს გამოკვლევიდან ერთ საათში ემატება მხედველობა, რომელსაც შემდეგ სჭირდება გამყარება ვარჯიშების სახით.
ამ ამბავმა კვირის პალიტრაც დააინტერესა , რომელთაც ჩვენი კლინიკის შესახებ გამოაქვეყნეს სტატია:
კლინიკა მაგოს - ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს წევრი,ქალბატონი მაკა გოგიაშვილი. (კლინიკა თვალის მკურნალობის ახალი ტექნოლოგიები-მაგო)
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რას ნიშნავს მაგო?. იგი არის ქალბატონი მაკა გოგიაშვილის სახელისა და გვარის აბრევიატურა, ხოლო თვალის დაავადებების ფიზიოლოგიური ანუ ბუნებრივი მეთოდი დაცულია 12 გამოგონების ქართული, რუსული და ევროპული პატენტებით.
მაგოთერაპია დაფუძნებულია იმ მრავალწლიანი , სამეცნიერო კველევების ანალიზზე, რომელიც 1990 წლიდან მოსკოვის თვალის მიკროქირურგიულ კომპლექსში აკადემიკოს სვიატოსლავ ფიოდოროვის ხელმძღვანელობით ტარდებოდა. ამ პერიოდში მეცნიერულად დადგინდა , რომ თვალის ფსკერზე არსებული უჯრედები არიან ცოცხალი , მაგრამ ფუნქცია დაკარგული აქვთ. იყო უამრავი მცდელობა ამ უჯრედებისათვის ოპერაციული გზით ფუნქციის აღდგენისა. მიუხედავად უამრავი დადებითი შედეგისა, ოპერაცია თავის სირთულეების გამო , ფართოდ ვერ დაინერგა.
ჩვენი კლინიკა წავიდა ყველასგან განსხვავებული გზით, ამბობს ქალბატონი მაკა: კანის ზემოდან განთავსებული აპარატურის მეშვეობით, ყოველივე რისკის , ტკივილისა და გვერდითი მოვლენების გარეშე ხდება ´´გამოღვიძება´´ ´´მიძინებული ´´ უჯრედების. ამიტომაც პაციენტს ერთ საათში ემატება მხედველობა , რომელსაც შემდგომ გამყარება სჭირდება ვარჯიშების სახით.
კლინიკაში მკურნალობენ ახლომხედველობას, შორსმხედველობას, ნისტაგმს, გაზარმაცებული თვალის ბადურის დისტროფიას, კერატოკონუსებსა და სხვა. აღსანიშნავია, რომ მაგო თერაპიით მკურნალობისას არ აქვს მნიშვნელობა არც დაავადების ხანგრძლივობას , არც ეტიოლოგიას და არც პაციენტის ასაკს. ტესტირებით კლინიკა პირველივე მოსვლისას აძლევს პროგნოზს პაციენტს , თუ რამდენად მოემატება მას მხედველობა, და ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. მიღებული შედეგი სტაბილურია ათეული წლების მანძილზე, რაც დასტურდება სამეცნიერო და ვიდეო მასალებით.
მკურნალობას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები , რადგან ჩვნ არ შეგვყავს წამალი , არ ვაკეთებთ ოპერაციას , რაც გამორიცხავს ნებისმიერ ტკივილს, ალერგიას. ამიტომაც მაგოთერაპიით უცხოელი კოლეგების დაინტერესება გამოწვეულია ამ მეთოდის ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) ასპექტიდან გამომდინარე, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ბუნებრივ, ჯანსაღ მკურნალობასა და კვებას უპირატესობა ენიჭება.
მაგოთერაპიით ნამკურნალები პაციენტების შედეგები (რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ კვირის პალიტრაში 16.05.2011):
ჩემ შვილებს - ნიკასა და ერეკლეს ბავშვობიდან სიელმე და გაზარმაცებული ტვალი ჰქონდათ. მიჭირს გავიხსენო თუ რა გადავიტანეთ, სანამ ქალბატონ მაკასთან მივიყვანდით ბიჭებს სამკურნალოდ. უკვე 10 წელზე მეტი გავიდა მკურნალობის შემდეგ და დიდება უფალს , მატ აბსოლუტურად ნორმალური მხედველობა და ჯანსაღი თვალები აქვთ. დათო ჭუმბურიძე
ჩემ შვილს ესმა ქველიაშვილს ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს , რასაც სიელმე ნისტაგმი და დაბალი მხედველობა დაერთო. ქალბატონ მაკასთან რწმენით მივედი , რადგან ბევრი ჩემი ახლობელი მასთან მკურნალობდა. გასაოგნებელია ის ფაქტი, რომ ესმას კურსის შემდეგ გადახრა შეუმცირდა , ნისტაგმი (თვალის ციმციმი) თითქმის აღარ აქვს და მხედველობაც მოემატა. ეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის სასწაულის ტოლფასია. მაია კიკნაველიძე
ჩემი შვილი, ნინიკო ხერხეულიძე ორი წლიდან ახლოს ცუდად ხედავს. მას მიოპიური ასტიგმატიზმი აქვს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი სათვალის, რადგან ვისაც კი სათვალე ეკეთა, ყველას სათვალის ზომა გაეზარდა , მხედველობა კი დაუქვეითდა. ქალბატონ მაკასთან მკურნალობისას ტესტირებიდან ერთ საათში ნინიკო ქუჩაში მანქანის ნომრებს არჩევდა , მის მერე დღესაც 100 პროცენტიანი მხედველობა აქვს. თამუნა იასეშვილი |